საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატიცით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
კურსის მნიშვნელობა:საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსის სრული ხანგრძლივობაა 32 საათი, 8 სამუშაო დღე.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.
კურსის შედეგები: კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1) გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში; 2) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი , თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4) შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი,და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (ბლოგი, და სხვა).
კურსის ავტორები:
პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ნინო ბიგვავა, ეკა კორძაძე, ზაქრო გიუნაშვილი, მანანა კვინიკაძე, ნინო ცანდიშვილი, ნინო მარღიშვილი, ხათუნა ნანობაშვილი, თამარ ლოსაბერიძე , ზაქარია ქარსაულიძე
8 Casinos Near Me - Mapyro
ОтветитьУдалитьFind casinos near me in 2021 with Mapyro. I was 대전광역 출장안마 once 서울특별 출장샵 in the casino 제천 출장마사지 and I've since had my way 광명 출장안마 around a couple of big 김천 출장마사지 wins.