სადემონსტრაციო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  გარემო ქიმიის თვალსაზრისით;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაანალიზებენ თუ რა აბინურებს ჰაერს, რას ნიშნავს ჰაერის ხარისხის კონტროლი, წყლის სისუფთავის კონტროლი, როგორ ავიცილოთ თავიდან ჰაერისა და წყლის დაბინძურება.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის ღრმა შესწავლით მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ თუ რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაბინძურებას.
პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მოსწავლეები გამოიკვლევენ ჰაერის დაბინძურების მიზებებს, ჩამოაყალიბებენ გარემოზე ზრუნვის ზოგად ინსტრუქციებს;
მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:2თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი ,,გარემო ქიმიის თვალსაზრისით“, სხვადასხვა ცხრილები და რუბრიკები, ანგარიში, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. ქიმიის ლაბორატორია (თერმომეტრი, ჰაერმჭერი, ფსიქრომეტრი, ჰიდრომეტრი და სხვა ქიმიური საშუალებები)
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლებს დაევალებათ გამოიკვლიონ ჰაერის დაბინძურების მიზეზები,  როგორ შეიძლება ჰაერის ხარისხის კონტროლი, რას ნიშნავს მჟავა წვიმები და მათი სიხშირე საქართველოში, წყლის ხარისხის განსაზღვრა ქიმიური ანალიზის მეთოდებით, წყლის სისუფთავის კონტროლი, როგორ შეიძლება ავიცილოთ წყლის დაბინძურება. თითოეულ ამ საკითხებზე მოსწავლეები ჩატარებენ ცდებს და ცდების შედეგად გამოტანილი დასკვნების საფუძველზე შექმნიან საპრეზენრტაციო ფაილებს. შემდეგ მოსწავლეები შეაჯერებენ შედეგებს და შექმნიან შემდეგი სახის ცხრილებს 1. ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები რუბრიკით: მავნე ნივთიერების დასახელება, დაბინძურების წყარო, ცალკეული მავნე ნივთიერების წილი საერთო დაბინძურებაში. 2. ფსიქრომეტრული ცხრილი რუბრიკით: მშრალი თერმომეტრის ჩვენება, მშრალი და სველი თერმომეტრის ჩვენებათა სხვაობა. 3. წყალში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის სიჭარბით გამოწვეული დაავადებები.
დაიწყებენ ელექტრონული ჟურნლის ,,გარემო ქიმიის თვალსაზრისით“ რედაქტირებას, რომელშიც შევა მათ მიერ გამოკვლეული მასალები და ჩატარებული ცდების ანალიზი, ასევე ინსტრუქციები, თუ,  როგორ გავუფრთხილდეთ გარემოს.შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ქიმია;
პროექტის ხელმძღვანელი:
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
პროექტის ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий